დასრულდა სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“

18 მაისს დასრულდა სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“ პროექტის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” 2019-2020 წლის გამარჯვებულებისთვის და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის. პროექტის 31 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.