დამწყები დიპლომატების შეხვედრა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ბექა დვალთან
10 თებერვალს, დიპლომატიურ სამსახურში დამწყები საჯარო მოხელეების კურსის ფარგლებში, გაიმართა დისტანციური შეხვედრა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბექა დვალთან. შეხვედრაზე ელჩი დამწყებ დიპლომატებს დიპლომატიურ მისიებში საქმიანობის შესახებ ესაუბრა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა.