დაიწყო ოთხ დღიანი სემინარების სერია – “ციფრული დიპლომატია”
28 მარტს დაიწყო დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ოთხ დღიანი სემინარების სერია – „ციფრული დიპლომატია.” სემინარები ტარდება საქართველოს და ისრაელს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და ქართველი დიპლომატების და სხვა საჯარო მოხელეების ციფრულ დიპლომატიაში უნარების განვითარებას ემსახურება.
სემინარებს ატარებს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ციფრული დიპლომატიის ბიუროს ტრენინგების ხელმძღვანელი, ევიგეილ შაპირა. დღეს გამართულ სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის და სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები. მონაწილეებს მიესალმა ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი.