კურსის ,,საქართველოს შესახებ” მონაწილეების ვიზიტი ხელოვნების სასახლეში

6 ივნისს კურსის ,,საქართველოს შესახებ” მონაწილეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლე და ქართული ხელნაკეთი ნივთების მაღაზია “Communal Craft” მოინახულეს. კურსი განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებისა და საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის საქართველოს უკეთ გაცნობას.