დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის რეგიონის დიპლომატიური ინსტიტუტების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, რომელიც 8-11 აპრილს ბუქარესტში გაიმართა. ღონისძიებას რუმინეთის დიპლომატიურმა ინსტიტუტმა უმასპინძლა და იგი უკრაინის დიპლომატიური აკადემიის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლისა და რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუმინეთის, უკრაინის, ესტონეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის დიპლომატიური სასწავლებლების წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართა სამმხრივი დიპლომატიური ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკრაინის დიპლომატიურ აკადემიას, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლასა და შვედურ ინსტიტუტს აერთიანებს.

შეხვედრა დაეთმო სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობის განხილვას რეგიონული უსაფრთხოების, თანამშრომლობის განმტკიცებისა და ევროინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული კომუნიკაციის, ციფრული და კულტურული დიპლომატიის, ასევე ხალხთაშორისი კავშირების როლზე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების კონტექსტში. ხაზგასმით აღინიშნა სახალხო დიპლომატიის, როგორც თანამედროვე დიპლომატიის ღერძისა დარბილი ძალის მთავარი ინსტრუმენტის მნიშვნელობა დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის საქმეში.

ირინე დახუნდარიძემ შეხვედრის ფარგლებში წარადგინა დიპლომატიური ინსტიტუტის მიდგომები პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით, რომლებიც სახალხო დიპლომატიის თემატიკას შეეხება მან კოლეგებთან ერთად განიხილა ერთობლივი ინიციატივები და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.