საჯარო ლექცია თემაზე „კიბერთავდაცვა – NATO-ს მიდგომები და საქართველოს პერსპექტივა“

21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მიმდინარე ,,ნატოს დღეები“-ს ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „კიბერთავდაცვა – NATO-ს მიდგომები და საქართველოს პერსპექტივა“.

ლექციას უძღვებოდა ანდრია გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი.