შოთა დოლიძე

ყოფილი ვიცე-კონსული საქართველოს საკონსულოში, სტამბოლი

„საკონსულო ფუნქციებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწევდა ურთიერთობა როგორც საჯარო, ასევე არასაჯარო პირებთან. მათთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, თურქულ ენაზე ხდებოდა. რომ არა ცენტრის მიერ ორგანიზებული თურქული ენის მოსამზადებელი კურსი, რომელიც გავიარე, უდავოდ გამიჭირდებოდა კომუნიკაციის დამყარება. ვთვლი, რომ ეს ინსტიტუტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართული დიპლომატიის განვითარებაში“.