რატი მამფორია

კონსული, საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში

„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა ინსტიტუტმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და დიპლომატად ჩამოყალიბებაში. დიპლომატებისთვის განკუთვნილმა სასწავლო პროგრამამ, ძალზედ კონკრეტული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომცა საკონსულო საქმიანობის ირგვლივ. მადლობა კიდევ ერთხელ“.