თეიმურაზ შარაშენიძე

მკვლევარი

  • 2022 წლიდან თეიმურაზ შარაშენიძე დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარია. აღნიშნულ პოზიციას ის იკავებდა 2018 – 2019 წლებშიც.
  • 1996 წლიდან იკავებდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობას. 1996-1998 წლებში გახლდათ თურქეთში საქართველოს საელჩოს კონსული, 1998-2001 და 2009-2011 წლებში – საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში (ქ. სტამბოლი), ხოლო 2001-2004 წლებში – საქართველოს გენერალური კონსული თურქეთსა და ბულგარეთში (რეზიდენცია – ქ. სტამბოლი).
  • 2004-2008 წლებში თეიმურაზ შარაშენიძე გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. 2008-2009 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად. 2011-2018 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო 2019-2021 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში.
  • 1991 – 1996 წლებში ეკავა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განყოფილების გამგის პოსტი.
  • თეიმურაზ შარაშენიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ჩვენი გუნდი