ზაალ მარგველაშვილი – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო დეკლარაცია

დოკუმენტის გადმოწერა

ავტორი: ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი

ნოემბერი, 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შუამავლობით 2020 წლის 1 ნოემბერს ხელი მოაწერეს დეკლარაციას „მთიან-ყარაბაღში, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ“. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა.
ამ დეკლარაციის ხელმოწერამ, რომელმაც 6 კვირიანი სამხედრო დაპირისპირებების შესადეგად ფაქტიურად დაადასტურა აზერბაიჯანის სამხედრო გამარჯვება და აიძულა სომხეთის მხარე, რომ წასულიყო მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობებზე. გარდა ამისა, მიღწეული შეთანხმების შესაბამისად რუსეთმა იკისრა მშვიდობისმყოფელის როლი და დაიწყო 2 000 სამხედროს დისლოკაცია მთიან ყარაბაღში, შესაბამისი შეიარაღებით, რომლებმაც უნდა შეასრულონ სამშვიდობო ძალების ფუნქციები.
ყოველივე ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია სომხეთის დედაქალაქ ერევანში. გაბრაზებული მანიფესტანტების დიდმა ჯგუფმა, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე პროტესტის ნიშნად, სომხეთის დედაქალაქ ერევანში იერიში მიიტანა სომხეთის პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებზე. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სომხეთის პარლამენტისა და სხვა სამთავრობო შენობების ინფრასტრუქტურა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო სომხეთის პარლამენტის თავჯდომარემ არარატ მირზოიანმა. სომხეთის 17 ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ ფაშინიანის და მისი მთელი მთავრობის გადადგომა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ ფაშინიანის მხარდამჭერი პარტია ინარჩუნებს უმრავლესობას სომხეთის პარლამენტში.

დოკუმენტის გადმოწერა