ზაალ მარგველაშვილი – ხმელთაშუა და შავი ზღვების ენერგეტიკული რესურსები და საერთაშორისო თანამშრომლობა მათი მოძიებისა და მოპოვების საკითხებში

დოკუმენტის გადმოწერა

ავტორი: ზაალ მარგველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი

აგვისტო 2020

2020 წლის ზაფხულში გამწვავდა მდგომარეობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, როდესაც 10 აგვიტოს თურქეთმა გაგზავნა საძიებო გემი კუნძულ კასტელორიზოს მიმდებარე ტერიტორიაზე საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად სამხედრო ხომალდების თანხლებით, რომელიც თურქეთის მხარემ „საკუთარ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად“ გამოაცხადა.
საპასუხოდ საბერძნეთმა, რომელიც აცხადებს, რომ ხსენებული კუნძული მის იურისდიქციაშია, მოუწოდა თურქეთს, რომ უკან დაებრუნებინა თავისი ხომალდები და არ დაერღვია საბერძნეთის სუვერენული უფლებები. ამასთან, საბერძნეთმაც აამოქმედა თავისი სამხედრო საზღვაო ფლოტი, რომელმაც დაიწყო თურქული ხომალდების მოქმედების მონიტორინგი და მიმართა თავის პარტნიორ ქვეყნებს და ევროსტრუქტურებს მხარდაჭერისათვის.
აღნიშნული დაძაბულობის ესკალაცია თურქეთსა და საბერძნეთს შორის ინტერესთა კონფლიქტის მორიგი გამოხატულებაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მდებარე ენერგეტიკული რესურსების გარშემო. თურქეთსა და საბერძნეთს აქვთ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში როგორც ტერიტორიულ დავების, ისე ენერგო-რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტის გადმოწერა