მიხეილ უკლება და ნუკრი თავაძე – მონაცემთა გზამკვლევი გლობალური განვითარების რაკურსში

დოკუმენტის გადმოწერა

ავტორები: მიხეილ უკლება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და ნუკრი თავაძე, დიპლომატიური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი.

2020

მონაცემთა მეცნიერება დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოთხოვნადი მეცნიერებაა. სტატისტიკური მონაცემები, ინდექსები და რეიტინგები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო კვლევებში და გვაძლევენ საერთაშორისო მოვლენების შეფასებისა და ანალიზის შესაძლებლობას. ცნობილი გახდა გამოთქმა ’’მონაცემები ახალი ნავთობია’’ და რომელთა დამუშავებისა და სწორად გამოყენების გარეშე შეუძლებელია გლობალურ სამყაროში გახდე კონკურენტუნარიანი და მიაღწიო წარმატებას. ამიტომ, სტატისტიკურ მონაცემებს, ინდექსებს და რეიტინგებს კვლევისა და ანალიტიკის თვალსაზრისით აქტიურად იყენებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში უამრავი კომპანიები, ბანკები, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორი.
დღეს საერთაშორისო და ეროვნული სტატისტიკური მონაცემთა ბაზები მოიცავს გლობალური და რეგიონული განვითარების ყველა ასპექტს. ამ სტატისტიკური მაჩვენებლების წყაროდ გვევლინება საერთაშორისო უნივერსალური, რეგიონული და ეროვნული ორგანიზაციები.
საერთაშორისო კვლევებისთვის და ანალიზისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინდექსები და რეიტინგები. ინდექსებისა და რეიტინგების გათვლისთვის მუშაობს სპეციალური მეთოდოლოგია, რომელსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ინდექსები ქმნიან ეროვნული ეკონომიკისა და მისი ცალკეული სექტორების ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ინდექსები ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ეკონომიკური მაჩვენებლების შედგენის დროს, როდესაც ხდება შეფასება ეკონომიკის განვითარების ხარისხის, ცხოვრების დონის, საქმიანი აქტივობის, კონკურენტუნარიანობის, ფასების პოლიტიკის და სხვა.

დოკუმენტის გადმოწერა