კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო

„კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველო“ – ევროკავშირის დაფინანსებული პროექტია, რომელიც 2013-2016 წლებში განხორციელდა. მისი მიზანი იყო დიპლომატიური კორპუსის და საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.

პროექტის ფარგლებში, 27-თვიანი აქტიური მუშაობის პერიოდში მოეწყო 34 სემინარი 10 აქტუალურ თემაზე, 4 თემატური სასწავლო ვიზიტი ბელგიაში, ესტონეთსა და ფინეთში. პროექტში 500-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული. სემინარებზე განხილული იყო ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ემსახურება.

დიპლომატიური ინსტიტუტისთვის შეიქმნა 8 ახალი სასწავლო მოდული და ასოცირებული ტრენერების გუნდი, ასევე ჩატარდა 2 ტრენერთა ტრენინგი (TOT), განხორციელდა სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანასა და თხუთმეტ დიპლომატიურ აკადემიაში.

პროექტი განხორციელდა კონსორციუმის მიერ, რომელშიც შედიოდა ესტონეთის დიპლომატიის სკოლა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი და ევროპის კოლეჯი.