სასწავლო პროგრამები დიპლომატებისთვის
ჩვენი მთავარი მიზანი ქართული დიპლომატიური კორპუსის გაძლიერებაა. ამიტომ, ჩვენი დიპლომატები მუდმივად გადიან ინსტიტუტის სავალდებულო თუ ნებაყოფლობით არჩეულ სასწავლო პროგრამებს.
დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა
ეს სასწავლო კურსი დიპლომატიურ სამსახურში დამწყები საჯარო მოხელეებისათვისაა განკუთვნილი. კურსის მიზანია პროგრამაში მონაწილე პირებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიცემა, რაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი ეფექტიანი საქმიანობისათვის, უფრო მაღალი კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე მოხელედ გადაყვანისა და საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიპლომატიურ თანამდებობაზე დასანიშნად.
პროგრამის დასაწყისი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე (200 საათი)
სამუშაო ენა: ქართული
კურსდამთავრებულს ეცოდინება:
საერთაშორისო მოვლენების ანალიზი ◦ არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება ◦ წერითი კომუნიკაცია ◦ დიპლომატიურ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება ◦ ანალიტიკური მოხსენებების კვალიფიციურად მომზადება ◦ საგარეო პოლიტიკის თემებზე კონსულტაციის გაწევა.
სავალდებულო სასწავლო პროგრამა საკონსულო თანამდებობის პირებისათვის
სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ საკონსულოებში მუშაობისათვის. მისცეს მათ როგორც საკონსულო საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, ასევე განუვითაროს ეფექტიანი კომუნიკაციისა და კრიზისების მართვის უნარი.
პროგრამის დასაწყისი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 5 თვე (150 საათი)
სამუშაო ენა: ქართული
კურსდამთავრებულს ეცოდინება:
საკონსულო საქმიანობა ◦ დიპლომატიური ეტიკეტი ◦ ეფექტიანი კომუნიკაცია ◦ ნაკლებად პროგნოზირებად და სტრესულ ვითარებებში საქმის მართვა ◦ სპეციალური საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
წინა საროტაციო პროგრამა
წინა საროტაციო პროგრამა განკუთვნილია საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში წარსაგზავნი დიპლომატებისთვის. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ ის ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება მათ სამუშაო ადგილზე საკუთარი როლისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განსაზღვრაში და ხელს შეუწყობს მათ დიპლომატიური საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას
პროგრამის ხანგრძლივობა: 9 დღე (27 საათი)
სამუშაო ენა: ქართული
უცხო ენის კურსები
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის განკუთვნილი უცხო ენის კურსები ჩვენს ინსტიტუტში 2013 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავმა მონაწილემ შეისწავლა ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, თურქული და გერმანული ენები.
ამ ეტაპზე ჩვენ გთავაზობთ ფრანგული, ესპანური, თურქული და გერმანული ენების შესწავლას. თითოეული საფეხური 7-8 თვე გრძელდება, მეცადინეობები იმართება კვირაში ორჯერ (გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი).