დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი

კურსის მოკლე აღწერა

რა მინშვნელობა აქვს დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის ცოდნას? რა საჭიროა მათი დაცვა? რა სახის ვიზიტები არსებობს და როგორ ხდება მათი ორგანიზება?

აღნიშნული კურსი ამ და სხვა საკვანძო კითხვებზე პასუხობს, რომელიც დიპლომატიურ პროტოკოლსა და ეტიკეტთან არის დაკავშირებული. დიპლომატიური ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს ლექციების, დისკუსიების, ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენებისა და იმიტირებული პროცესების საფუძველზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას სთავაზობს.

  • სამიზნე აუდიტორია – სტუდენტები

  • კურსის ჩატარების ფორმატი – პირისპირ, დიპლომატიურ ინსტიტუტში

  • კურსის საფასური – სპეციალური ფასი სტუდენტებისთვის – 250 ₾

  • ხანგრძლივობა – 5 შეხვედრა, სულ 15 საათი

  • კურსის ჩატარების თარიღი და დრო5, 6, 11, 12, და 13 ნოემბერი, დაწყება 10:00სთ
  • მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამდასტურებელი სერტიფიკატი

კურსის კოორდინატორი
  • ანასტასია იმნაძე

  • ტელ: 2 945000 შიდა 2396

  • მობ: 599 78 70 15

  • aimnadze@mfa.gov.ge

კურსის გავლის შედეგად, მონაწილე/მონაწილეს:

  • ეცოდინება დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის არსი, ფუნქცია, მიზნები და ამოცანები;
  • ეცოდინება კომუნიკაციის და მიმართვის ფორმები, ქცევის წესები;
  • შეძლებს ოფიციალური ღონისძიებების კლასიფიკაციას და მათ ორგანიზებას;
  • დამოუკიდებლად შეძლებს ორმხრივი ვიზიტის დაგეგმარებას პროტოკოლის ნორმების შესაბამისად. ასევე, შეძლებს დამოუკიდებლად მართოს ვიზიტი როგორც პროექტი;
  • ეცოდინება უცხოელებისათვის ღვინის შერჩევისა და მენიუს შედგენის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა შეზღუდვების გათვალისწინებით;
  • ეცოდინება დიპლომატიური დრესკოდი და შეძლებს ეტიკეტით გათვალისწინებული სამახსოვრო საჩუქრების შერჩევას.

ტრენინგი – ხორციელდება სხვადასხვა აპრობირებული მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: ვერბალური, წიგნზე მუშაობის, დისკუსიის, შემთხვევის ანალისიზისა და ახსნა-განმარტების გზით.
კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

კურსი შედგება 5 მოდულისგან და თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 3 საათი. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიუკულ ელემენტს.

I მოდული – დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის სისტემური საფუძვლები და ისტორია
II მოდული – სახელფწიფო სიმბოლიკა
III მოდული – ვიზიტებისა და ცერემონიების კლასიფიკაცია და მათი ორგანიზება
IV მოდული – კვების ეტიკეტი და ოფიციალური სადილების ორგანიზება
V მოდული – ბიზნეს ეტიკეტი და დრესკოდი

კურსს გაუძღვება პროტოკოლისა და ეტიკეტის ექსპერტი (და ტრენერი), გიორგი ვაშაკიძე.

  • 2013-2016 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  • 2012-2013 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი
  • 2004-2010 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი
  • 2002-2004 საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე
  • 1996-2002 საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, პროტოკოლის დეპარტამენტი, უფროსის მოადგილე
  • 1994-1995 საქართველოს პარლამენტის აპარატი, საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი

2014 წლიდან, გიორგი ვაშაკიძე დიპლომატიურ ინსტიტუტში ატარებს ლექციებს/ტრენინგებს დიპლომატებისთვის და სხვა საჯარო მოხელეებისთვის.