ელენე ჯიბლაძე

დირექტორის მოადგილე

  • ელენე განათლების პოლიტიკის სპეციალისტია, ამ სფეროში 15-წლიანი პროფესიული და კვლევითი გამოცდილებით.

  • 2016 წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, უნგრეთში. მისი დისერტაცია იკვლევდა უმაღლესი განათლების რეფორმებს ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის საქართველოში. მას ასევე აქვს განათლების მაგისტრის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან.

  • 2013-2015 წლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლას შეუერთდა, სადაც დღემდე განაგრძობს აკადემიურ სამუშაოს.

  • დიპლომატიური ინსტიტუტის გუნდს ელენე 2019 წელს შეუერთდა, სადაც ის საქართველოს დიპლომატიური სამსახურის პროფესიონალიზაციის მიმართულებით მუშაობს და სასერტიფიკატო პროგრამების შექმნა-განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფას ხელმძღვანელობს.

ჩვენი გუნდი