ზურაბ აბაშიძის წიგნის “ცივი ომი – მოგზაურობა დღევანდელ წარსულში” პრეზენტაცია

17 დეკემბერს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ზურაბ აბაშიძის წიგნის “ცივი ომი – მოგზაურობა დღევანდელ წარსულში” პრეზენტაცია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ვიცე პრემიერ მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინა დახუნდარიძემ. წიგნზე ვრცლად ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა, რევაზ გაჩეჩილაძემ, გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტის მენეჯერმა ნია ნამგალაძემ და თავად ავტორმა, ზურაბ აბაშიძემ.

“ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ როდის დასრულდა ცივი ომი. ბევრი ფიქრობს, რომ ბერლინის კედლის დაშლით დასრულდა ეს 45 წლიანი ეპოქა, სხვა ფიქრობს რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ დაასრულა საბოლოოდ. ჩემი აზრით ეს ეპოქა გრძელდება და ვირუსივით სახე იცვალა. ახალი შტამის მოევლინა კაცობრიობას,”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.