ვორკშოპი კულტურული დიპლომატიის თემაზე

როგორ შეიძლება კულტურის გამოყენებამ ხელი შეუწყოს ეფექტურ დიპლომატიურ საქმიანობას? ამ შეკითხვაზე იყო ფოკუსირებული კულტურული დიპლომატიის ორდღიანი ვორკშოპი, რომელიც დიპლომატიურ ინსტიტუტში, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა.

ვორკშოპის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ კულტურული დიპლომატიის მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოცდილებას, რაზეც ამომწურავად ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კანდელაკმა.
მონაწილეები ასევე შეხვდნენ საქართველოში ჩეხეთის ელჩის მოადგილეს, იანა გასპარიკოვას და ჩეხეთის ცენტრის დირექტორს, ივანა ბურსიკოვას, რომლებმაც კულტურული დიპლომატიის მიმართულებით ჩეხეთის გამოცდილებაზე და ჩეხეთის ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს.

ვორკშოპის ძირითადი ნაწილი, რომელიც ვენის დიპლომატიური აკადემიის ტრენერის, ქეით უოკერის ხელმძღვანელობით წარიმართა, დაეთმო კულტურული დიპლომატიის გამოყენების პრაქტიკული მაგალითების განხილვას საგარეო პოლიტიკაში და წარმატებული კულტურული დიპლომატიის წარმოებისთვის აუცილებელი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გაანალიზებას.