USAID-ის პროექტის „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პრეზენტაცია

31 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და USAID-ის ერთობლივი ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი დიპლომატების პროფესიულ განვითარებაში“.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პროექტისა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს დიპლომატიური ინსტიტუტის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას.

პრეზენტაციის შემდეგ, მომხსენებლებმა მოქმედი და მომავალი დიპლომატების შეკითხვებს უპასუხეს დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.