ურთიერთგაგების მემორანდუმი ყატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტთან
8 თებერვალს, დიპლომატიურ ინსტიტუტსა და ყატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დიპლომატიური ტრენინგების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის მხრიდან, მემორანდუმს ხელი მოაწერა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, ყატარის სახელმწიფოს მხრიდან კი – დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, აბდულაზიზ ბინ მუჰამედ ალ ჰორმა.