ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატების პროფესიული განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატების პროფესიული განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიპლომატიური სწავლების მიმართულებით, სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიის გაზიარების, ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.