ურთიერთგაგების მემორანდუმი ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილობის სამინისტროს გალო პლასა ლასოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიასთან

21 მაისს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილობის სამინისტროს გალო პლასა ლასოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს დიპლომატების სწავლების სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას.