ურთიერთგაგების მემორანდუმი ანალიტიკურ ორგანიზაცია ,,ჯეოქეისთან”

2 მარტს, დიპლომატიურ ინსტიტუტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სასწავლო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დიპლომატიური ინსტიტუტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ, ,,ჯეოქეისის“ მხრიდან, ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების მიერ ერთობლივი პროექტების ინიცირებას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით სასწავლო მოდულების შემუშავებას, აკადემიური პერსონალის გაცვლას და სხვა.