ტრენინგი თემაზე ,,მოლაპარაკებების ხელოვნება“
18-24 ივნისს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,მოლაპარაკებების ხელოვნება“, რომელსაც უძღვებოდა ტარიელ სიხარულიძე, ტრენერი, მედიატორი და სერტიფიცირებული ქოუჩი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის მოლაპარაკებების სტრატეგიებისა და ტაქტიკების, კომუნიკაციის პრინციპების გაცნობას, როგორც თეორიული სწავლების, ისე სიმულაციებისა და როლური თამაშების გამოყენებით.