ტრენინგი ,,ტესტის შექმნის მეთოდოლოგია“

21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დაიწყო ტრენინგი ,,ტესტის შექმნის მეთოდოლოგია“, რომელიც ტარდება ინსტიტუტის და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (NATO-PDP) თანამშრომლობის ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებიან ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრის სპეციალისტები.

ტრენინგს ესწრებიან სხვადასხვა პროფესიული განვითარების ცენტრების თანამშრომლები და მისი მიზანია მონაწილეებისთვის ტესტების შედგენის მეთოდოლოგიის გაცნობა.