ტრენინგი ელექტრონული სწავლების თემაზე
25-26 მარტს, დიპლომატიური ინსტიტუტისა და გაერთიანებული ერების ტრენინგებისა და კვლევების ინსტიტუტის (UNITAR) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ელექტრონული სწავლების თემაზე.
კურსი ორ ნაწილს მოიცავდა. პირველი ნაწილი დაეთმო ელექტრონული სწავლების სახეებისა (სინქრონული და ასინქრონული სწავლება) და მოდელების, ასევე ონლაინ სწავლებისადმი ახალი მიდგომების განხილვას, ხოლო ტრენინგის მეორე ნაწილი ფოკუსირებული იყო ონლაინ სწავლების მართვაზე დიპლომატიური ტრენინგების სფეროში. ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.