სპეციალური კურსი სტაჟიორებისთვის

25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით დიპლომატიურ ინსტიტუტში გაიხსნა სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“, რომელიც განკუთვნილია საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორებისთვის.

კურსის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ ლექციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, არსებული საერთაშორისო გამოწვევების, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ. ასევე, გამოცდილი დიპლომატები მათ გაუზიარებენ გამოცდილებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

კურსს უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრები.