სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“

23 მარტს, პროექტის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” 2019-2020 წლის გამარჯვებულებისთვის და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის დიპლომატიურმა ინსტიტუტმა დაიწყო სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.

კურსის შინაარსი ძალზედ მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია, საქართველოს არაღიარების პოლიტიკა, ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირსა და ნატოში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი და სხვა.