სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“
6 ნოემბერს დიპლომატიურ ინსტიტუტში მონაწილეთა მე-4 ნაკადისთვის გაიხსნა სპეციალური კურსი, „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის.
სპეციალური კურსის მიზანია:
- პროფესიული საჯარო მოხელეების ცოდნის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და არსებული საერთაშორისო გამოწვევების შესახებ;
- ცნობიერების ამაღლება ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით;
- კარიერული დიპლომატების გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის მიმართულებით.
კურსი დიპლომატიურ ინსტიტუტში 6-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და მას გაუძღვებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები.