სპეციალური კურსი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის

დღეს დიპლომატიურ ინსტიტუტში გაიხსნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილი სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“.

სპეციალური კურსის მიზანია:

  • პროფესიული საჯარო მოხელეების ცოდნის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და არსებული საერთაშორისო გამოწვევების შესახებ
  • ცნობიერების ამაღლება ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით
  • კარიერული დიპლომატების გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის მიმართულებით

კურსი დიპლომატიურ ინსტიტუტში 2023 წლის 16 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და მას გაუძღვებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები.