შეხვედრები ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტებთან

26 და 27 ივლისს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაიმართა შეხვედრები ამერიკელ სტუდენტებთან, რომლებიც საქართველოში ‘’Critical Language Scholarship“ და “Advanced Russian Language and Area Studies” პროგრამების ფარგლებში იმყოფებიან. სტუდენტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები მასპინძლობს.

შეხვედრები დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის, ირინე დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მან მოკლედ ისაუბრა დიპლომატიური ინსტიტუტის სტრატეგიულ მიმართულებებზე.

შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კერესელიძემ ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის აშშ-სა და კანადის სამმართველოს უფროსმა, თინათინ მიქიაშვილმა კი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა. დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.