შეხვედრა თემაზე „საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები“
29 მაისს დამწყები დიპლომატების პროგრამის მინაწილეები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მარიკა ლალიაშვილს შეხვდნენ. ლექცია დაეთმო რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების, საქართველოს როლის და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვას.