შეხვედრა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტეტის წარმომადგენლებთან

დღეს, დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინე დახუნდარიძე, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტეტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ანნ მონტავონს და მის მრჩეველს, ირაკლი სანებლიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ირინე დახუნდარიძემ ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ანნ მონტავონმა, თავის მხრივ, ინსტიტუტის დირექტორს საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტეტის წარმომადგენლობის საქმიანობა გააცნო.

მხარეებმა განიხილეს ქართველი დიპლომატებისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტეტის საქმიანობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრების განხორციელების შესაძლებლობები.