შეხვედრა ნორვეგიელ სტუდენტებთან
26 ოქტომბერს, დიპლომატიურმა ინსტიტუტმა ნორვეგიელ სტუდენტებს უმასპინძლა.
შეხვედრა ინსტიტუტის დირექტორის, ირინა დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც ასევე შემდგომ დისკუსიას მოდერაცია გაუწია.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსმა, ხათუნა ოყროშიძემ საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილა, ხოლო პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კერესელიძემ ნორვეგიელ სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.
პანელის მეორე ნაწილი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და უსაფრთხოების პოლიტიკას დაეთმო, რომლებზეც ვრცლად გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის საკითხებში, არჩილ ყარაულაშვილმა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ფარულავამ ისაუბრეს.
დისკუსიაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩები მამუკა ციხელაშვილი და მაია ყიფშიძე, რომლებმაც მიმოიხილეს საქართველო-ნორვეგიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
დისკუსიის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.