შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ბატონ ჰიონდუ კიმისთან
13 მარტს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინე დახუნდარიძე, კორეის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში, ბატონ ჰიონდუ კიმის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი სემინარების, ლექციების და კვლევით-ანალიტიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა ელჩს ინსტიტუტის სასწავლო პროგრამები და კვლევითი მიმართულებით ინსტიტუტის საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კორეის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება 2013 წელს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ექსპერტებისა და მკვლევარების გაცვლას, ასევე, ქართველი და კორეელი დიპლომატების მონაწილეობას ორივე ქვეყნის დიპლომატიური ინსტიტუტის/აკადემიის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაახლონ აღნიშნული მემორანდუმი და კიდევ უფრო განავითარონ თანამშრომლობა. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე კორეის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი, კონსული, ბატონი იონგდე ნამ.