შეხვედრა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორთან
27 მაისს გაიმართა შეხვედრა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორს, თინათინ ბრეგვაძესა და ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორს, აბდულაზიზ ბინ მუჰამედ ალ ჰორს შორის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში, ნიკოლოზ რევაზიშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დიპლომატიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას დიპლომატების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების მიმართულებით.