შეხვედრა ჯორჯიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
10 ივლისს დიპლომატიურმა ინსტიტუტმა ჯორჯიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის, ირინა დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლიელებების მნიშვნელობაზე და მათ გავლენაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მოესმინათ უფრო სიღრმისეული ანალიზი მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.