შეხვედრა ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
15 მარტს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა დაეთმო ორ ინსტიტუტს შორის 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებების გადახედვას და ახალი ინიციატივების განხილვას, მათ შორის ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორცილებას.