შეხვედრა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან

17 ნოემბერს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაიმართა შეხვედრა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან.

შეხვედრა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის, ირინა დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც ასევე შემდგომ დისკუსიას მოდერაცია გაუწია.

პანელური დისკუსიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსმა, ვერა ხაჯალიამ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმოიხილეს. დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.