შეხვედრა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან

1 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაიმართა შეხვედრა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან. აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს ინსტიტუტმა უკვე მესამედ უმასპინძლა.

შეხვედრა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის, ირინა დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც ასევე მოდერაცია გაუწია შემდგომ დისკუსიას.

პანელური დისკუსიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ნელი შიოლაშვილმა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსმა, ვერა ხაჯალიამ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმოიხილეს. დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.