სემინარი თემაზე ,,სეპარატისტული კონფლიქტები და მათი მართვა“

27 სექტემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, დასრულდა სამდღიანი სემინარი თემაზე ,,სეპარატისტული კონფლიქტები და მათი მართვა“, რომელსაც უძღვებოდა ეიკი ბერგი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ტარტუს უნივერსიტეტში.

კურსი განხორციელდა ესტონეთის დიპლომატიურ სკოლასთან თანაშრომლობით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.