საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამა
12 თებერვალს, დიპლომატიურ ინსტიტუტში დაიწყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამა.
პროგრამის მიზანია მონაწილეთა პროფესიული გადამზადება და მათთვის დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნი ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის.
პროგრამა დიპლომატიურ ინსტიტუტში უკვე მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაინტერესებული ადმინისტრაციული პერსონალი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტაჟიორები.