„საქართველოს შესახებ” კურსის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულეს
23 მაისს „საქართველოს შესახებ” კურსის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი და ოკუპაციის მუზეუმი მოინახულეს.
კურსი განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებისა და საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის საქართველოს უკეთ გაცნობას.