საქართველოს საგარეო პოლიტიკა – კურსი საჯარო მოხელეებისათვის
17 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში დასრულდა სპეციალური კურსი საჯარო მოხელეებისთვის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“.
სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ მოდულებს: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ორმხრივი ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან, სამართლებრივი და საკონსულო საკითხები და დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.