საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა

5 თებერვალს, დიპლომატიურ ინსტიტუტში საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა დაიწყო.

პროგრამის მიზანია მონაწილეთათვის იმ დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც დაეხმარებათ საკონსულო ფუნქციების განხორციელებისას გამოვლენილი პრობლემატური საკითხების უკეთ დაძლევასა და მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვაში.

პროგრამის ფარგლებში ლექციებს უძღვებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მოწვეული ექსპერტები, მათ შორის შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლები.

პროგრამაში მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა სამინისტროს 35 თანამშრომელი.