საჯარო ლექცია თემაზე: “კულტურული დიპლომატია უნივერსიტეტისთვის”

20 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: “კულტურული დიპლომატია უნივერსიტეტისთვის”, რომელიც წაიკითხა ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ერიკ ნორმანმა.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის ,,კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და შპს აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით.