საჯარო ლექცია თემაზე ,,აბუ ბაქრ ალ ბაღდადის სიკვდილი – დაეშის მომავალი და გავლენა ისლამისტურ ტერორიზმზე

30 ოქტომბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრთან (GCSD) თანამშრომლობით, ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე ,,აბუ ბაქრ ალ ბაღდადის სიკვდილი – დაეშის მომავალი და გავლენა ისლამისტურ ტერორიზმზე“.

ლექცია წაიკითხეს გიორგი გოგუაძემ, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორმა და მარიამ თოხაძემ, ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორმა.