საჯარო ლექცია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
15 ნოემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე ,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოქმედება”.
ლექციას უძღვებოდა ნათია კალანდარიშვილი, თბილისის ღია უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი.