საჯარო გამოსვლის და პრეზენტაციის უნარების ტრენინგი
25-26 მარტს დიპლომატიურ ინსტიტუტში საჯარო გამოსვლის და პრეზენტაციის უნარების ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ მოწვეული ტრენერი, ირაკლი მატკავა უძღვებოდა.ორდღიან ტრენინგს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტრენინგი პროექტის „დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც დიპლომატიური ინსტიტუტი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.