საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, დამწყებ დიპლომატებს საკვალიფიკაციო სერტიფიკატები გადასცა

7 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, დამწყებ დიპლომატებს საკვალიფიკაციო სერტიფიკატები გადასცა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ, დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების მოსამზადებელი პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდა დიპლომატებს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

აღნიშნული პროგრამა დიპლომატიურ ინსტიტუტში ყოველწლიურად ტარდება.

პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის იმ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი შემდგომი საქმიანობისთვის.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრამა 33-მა დიპლომატმა დაასრულა.